კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 10:08

 

თაგვებს კატამ საქმე გაუჭირვა. ისე დღე არ გავიდოდა ოთხი-ხუთი თაგვი არ დაეგლიჯა თავისი კლანჭებით და კბილებით. 

დაღონდნენ და შეწუხდნენ თაგვები. ბოლოს ერთად მოიყარეს თავი და დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ ეშველათ თავისთვის. 

ერთმა ყმაწვილმა თაგვმა თქვა: ფიქრი ნუ გაქვთ, ძმებო, საქმეს ადვილად მოევლება; ჩვენ იმიტომ ვიღუპებით, რომ კატის მოპარვას ვერ ვგებულობთ. ჩვენ რომ ციცუნიას ეჟვანი შევაბათ, ჟღარუნი ყოველთვის შეგვატყობინებს მის მოახლოვებას, დროზე მოვკურცხლავთ, თავს ვუშველით და კატას შიმშილით მოვკლავთო. 

მშვენიერი აზრია, წამოიძახეს ყველა თაგვებმა ერთხმად; მაგრამ როცა მოხუცმა თაგვმა კითხა: აბა, თქვენში ვინ შეაბამს კატას ეჟვანსო? ყველანი შიშის ძაგძაგმა აიტანა და სოროებში მიიმალ-მოიმალნენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen