კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:42

 

მიყვარს ნაკადული, პატარა, ანკარა, ღუღუნ-ჩუხჩუხით ტკბილად მომავალი თავის ვიწრო, ათასფრად აყვავებულ საწოლში.

მიყვარს იმისი კიდეები, დაბალი და მსუქანი ბალახით შებურვილი და ამ ბალახში მარგალიტივით გაბნეული თეთრი გვირილები.

მიყვარს ნაკადული, დილით, როდესაც მის პატარა ტალღებში ამომავალი მზე ალმაცერად აციმციმებს და პირს ჰბანს თავის ბრწყინვალე სხივებს.

მიყვარს ნაკადული მთვარიან ღამეში, როდესაც იმისი ტკბილი ღუღუნი ღამის მყუდროებაში ერთი ათასად უფრო ტკბილდება. მთვარის მკრთალი ნათელით ოქრო-ვერცხლდება და დაღონებული ადამიანის გულს და თვალს სიმშვიდით და სიმშვენიერით ელამება.

მიყვარს ნაკადული მაშინაც კი, როდესაც ავდრის შემდეგ შუბლს შეიკრავს, ფერს გამოიცვლის და ხმამაღლა რიხიან ბაასს დაიწყებს.

მაგრამ ყველაზე უფრო ნაკადული მე იმისთვის მიყვარს, რომ ის არის სიცოცხლის მომასწავებელი, ის არის გამაცოცხლებელი, სულისჩამდგმელი, ედემად მქცევი გამხმარი შავი დედამიწის გულისა, დედამიწის ძალ-ღონისა და შიგ დამარხული სიმდიდრის ძარღვის გამხსნელი; მიყვარს იმიტომ, რომ ნაკადულს, ტკბილ მოღუღუნეს, ვერცხლებ ბრწყინვალეს და დედოფლურად ტურფად მოკაზმულს, ძალუძს ააყვავილოს მიდამო და ბუნებას, მკვდარს და უფერულს, სული ჩაუდგას და ადამიანის საზრდოდ გადააქციოს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen