|
დღეს ქუჩაზე მიდიოდა იუნკერი, და ფანჯარა ირეკლავდა დედის მზერას, თანატოლი გოგონების შეძახილი, პირზე ღიმილს მატებდა და გულში რწმენას.
პირტიტველა ოფიცრების სწამდა ყველას, დღეს ქართული გენისა და სისხლის წვიმა თქეშით რწყავდა კოჯორსა და ტაბახმელას...
პოეზიით ნაკვები და გამოზრდილი, წინაპრებთან იჩქაროდა შესახვედრად კიდევ ერთი პირნათელი მაყაშვილი.
და სიკვდილსაც გაეშალა ფართოდ მხრები, დღეს თბილისის დასაცავად ერთსისხლხორცად, ცოცხალ ზღუდედ აღიმართნენ იუნკრები...
იღიმოდნენ მტერთან ბრძოლით ნახელები, ერთმანეთის გვერდით, ძმურად, დაესვენნენ და სამშობლოს ამოკაწრეს სახელები...
ჰო, იქ დგანან, დღესაც არსად არ მიდიან... კოჯრისა და ტაბახმელის მისადგომთან პირტიტველა იუნკრები გვიღიმიან... |


