კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:55

 

- მე შეიძლება გავგიჟდე.

- რატომ?

- ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ.

- შენც ნუ დაწერ.

- ხშირად, იცი, რა მგონია?

- რა?

- მგონია, რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია.მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს ლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ.

- შენ შეიძლება მართლა გაგიჟდე.

- ხომ გითხარი. აი, ახლა, მივალ და გადავშლი. მოისმინე რა სწერია:

თაგვაობა

ჩაჭრილაის სერზე მთიული დედაკაცები ამოვიდნენ და ხის თაგვები გადმოყარეს გუდამაყრელების ხეობაში.

- ხის თაგვები რასა ჰქვია?

- დამაცადე წაკითხვა, აქ სწერია.

…გუდამაყარში და მთიულეთში ჯერ კიდევ პატივს სცემენ კერპებს. აქვთ ცხოველებისა და ფრინველების კულტი.

- ვერ გავიგე.

- რა ვერ გაიგე?

ხის თაგვები რა არის, ის ვერ გავიგე.

- დამაყრელები და მთიულები, წელიწადში ერთხელ, თაგვების დღესასწაულს იხდიან. ყველა ოჯახი ხის თაგვს აკეთებს. ხის თაგვი სწორი ჯოხია, შუაზე გაპობილი ერთი ბოლოთი, რომელშიც თივა ან ჩალაა გარჭობილი თაგვის ულვაშოვით.

… მთიულმა დედაკაცებმა თავიანთ სახლებში შემოატარეს ხის თაგვები. ველაფერზე, რაც რამ ბუნაგია სახლში, თაგვს ურტყამენ და გაჰკივიან:

გამო თაგვო, გამო რწყილო,

ანგელოზო შინ დაბრძანდი!

ამის მერე სახლებიდან გამოცვივდნენ და უკანმოუხედავად გააქციეს ხის თაგვები ჩაჭრილაის მთისკენ, გუდამაყრის ხეობაში გადასაყრელად. ბანებზე გადმომდგარი ქმრები ცდილობენ ქალები მოახედონ, მაგრამ ქალები უკან არ იხედებიან.

- რატომ?

- უკან რომ მოიხედონ ისევ მთიულების ხეობაზე დარჩება იმ წელიწადს თაგვები.

- რომ არ მიიხედონ?

- გუდამაყრის ხეობაში გადაჰყრიან და იქ გამრავლდება. ამას თაგვების გამორეკვა ჰქვია.

- ესე იგი, შენს წიგნში უნდა გადმოყარონ და იქ უნდა გამრავლდნენ მთიულების თაგვები?

- ეგრე გამოდის.

- დახურე შენც თაგვებმა წიგნი არ დაგიხრან.

- დამაცადე, წავიკითხო, მე მგონი, არ გადმოაყრევინებენ გუდამაყრელები. ჭავიკითხო?

- წაიკითხე.

…ამოვიდნენ ჩაჭრილაის მთაზე მთიული დედაკაცები და ის იყო უნდა გადმოეყარათ ტაგვები, რიომ აქედან გუდამაყრელები დახვდნენ, ქალი და კაცი იქ იყო. თან თავიანთი ხის თაგვები ეჭირათ. ჩაურჭვეს მთიულებს კისრებში ორივე ხეობის თაგვები და ისე გაგზავნეს უკან.

- კიდევ კარგი!

- დამცინი?

- არა, რატომ, მიხარია შენი წიგნი თაგვებს რომ გადაურჩა. მეორე მოთხრობა წავიკითხო?

- წაიკითხე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen