კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:54

 

მეც მივჰყევ სპარსთა ზღაპრისა თარგმანებისა მგებართა,

არავინ მიშვებს გარეგან მთათა და გინა მე ბართა:

არ ვგავარ არას საქმითა ვარდთა კოკობთა მკრებართა,

რა უყო, გაბჭეთ, სამუდმოდ სახმილსა მძაფრად მგზებართა.


ვერ ვიტყვი ღირსად საფერად წმიდის სამების ქებასა,

მოსეც შლის ამოებაზე ღმთის სახელისა ხმობასა.

ზღაპარი მეთქვა ისიცა ვაკმარე ამ ამბობასა,

ამისთვის აღარ მივხედე უშესავლობის გმობასა.

 

ანდერძი დიდს ჭირსა შინა მყოფის მეფის ვახტანგისა

 

ჟამსა მას პატიოსნისა და ამაღლებულისა და დიდებულისა დედათ შვენიერებისა და ღმთივ გვირგვინოსნის მეფეთ-მეფისა თამარისა ესე წიგნი ეთარგმნათ, რომელი ცხოვრებასა ქართლისასაც წერილ არს. ამითაც საცნაურ არს: რაოდენსაცა საქართველოში ანუ არაკსა და ანუ იგავსა, ანუ ზეპირს მუნასიბსა ლექსს ახლა იტყვიან, უფროსი ერთი ამაში სწერია.

მაშინდელი ნათარგმნი ჟამთა ვითარებით დაკარგულიყო და შემდგომად ბატონს დავითს, ბატონის თეიმურაზის მამას, კუსა და მორიელის არაკამდის ეთარგმნა. მაგრამ არც ლექსი გამოეღო და ზოგი სიტყვაც დაეკლო, და არც დასრულება დასცალებოდა. მე ეს წიგნი ხელად შემომივარდა, ვნახე, რომ იყო სიტკბოთი და სარგოთი სრული. რაოდენი ზღაპრის წიგნია, და ანუ მსოფლიო სწავლანი არიან, ამისთანა სარგო და საამოდ საკითხავი არ იპოებოდა.

ერთს სპარსსა, რომ მცირედ ქართული ენა და წიგნი ესწავლა, ამის შესრულება უთხარი. მან თარგმნა იწყო, მაგრამ ენის უცოდინარობით ვერც კარგა გამოიღო, და გასრულებამდის მეც ისპაანს წასვლა მომიხდა. ისპაანს რომ ჩაველ, მუნ ერთს სომეხს უთხარ, რომ სპარსული ესწავლა, ნაკლების შესრულება, და მან შეასრულა; მაგრამ ლექსი, სიტყვა და გაწყობა ბევრი დააკლდა.

არათუ ჩემის რისმე დანაშაულისათვის, არამედ სული უმჯობოა საზრდელისა და გვამი - სამოსლისა. ამისთვის მომიძულეს მე უსამართლოდ, და შემდგომად ამისსა, თვისთაცა ჩემთა ნაცვლად კეთილისა მომაგეს ბოროტი, და აღმიდგეს შურად, და ამის იზეზისათვის ტყვე-მყვეს, და შემდგომად ამისსა ქირმანს წარმომგზავნეს.


ლექსი


მეტყვიან ხვალმე, რასთვის გაქვს ჭირი, ჭმუნვა და წყინება?

ქუჩუქას სახლსა ვსწუნობდი, როგორ ნუ მომეწყინება!

ახლა ქირმანსაც დამკარგეს, დამვიწყდა ამას წინება,

არ ვეჭობ, შერჩეს ღმთისაგან, ვინც ჩემთვის ასე ინება.


რა მიველ მუნ, წიგნი სარგონი არ მახლდა, და ცუდად ყოფნა სულისაც მაზიანებლად ვნახე და ხორცის საწუხრადაც. სხვა საქმე არა მქონდა რა, ამის შექცევას გამოვეკიდე.


ლექსი


ცუდად ყოფნისა წამალად ვსვი ცუდი შარბათებია;

მზე აღმოვიდა, მიადგა, - ბარი იყო თუ მთებია,

მაგრამ მე მისი მწვერვალი არსით არ მომნათებია,

ამისთვის სევდა-ნაღველი, გლახ, გულსა გამერთებია.


კიდეც ვნახე, რომ კაცისათვის მრავალი სარგებელი ჰქონდა, სამენელადაც მწვე ტკბილი და საამო იყო, და გარჯას აღარ ვრიდე ამის მიზეზისათვის.


ლექსი


ეს ობოლი მარგალიტი დავაცვი და დავაშადე,

პირნი ჩემნი უსაზომო ამ საქმითა გავაშადე,

სიბრძნე ჩემი, რიტორება, მოვაწვივე, მოცავხადე,

მაგრამ ჩემთვის ამართული ვერ დავშალე ვერსით ბადე.


თუცა დამეკლოს რამე, ხუ დამგმობთ: ჩემი ჭირი ქვას ჰქონებოდა, დადნებოდა. ჩემი ფიქრი და ნაღველი ზღვას ალაგს აავსებდა, და თუცა ვინმე უკეთ იტყვით, არ გიშლი, და კარგსა იქთ.


ლექსი


ვინც უკეთ იტყვით, არ გიშლი, არც არას მეწყინებისა.

მე ჩემმა ბედმა არ მომცა ჟამი ჩემისა ნებისა.

რაც ჯავრისაგან შევიძელ, ვთქვი რამე მელხინებისა,

სხვა მეტი ვერა გავაწყევ თქმა ქების, გინდ გინებისა.


მე კაცის შეუტყობრობისა და მოუძაგებლობის გულისათვის ადვილისა და მსოფლიოს სიტყვით დავსწერე, რომ მკითხველთ სამძულვაროდ არ უჩნდეს და ეს სწავლა გაუგონებელი არ დარჩეს.


ლექსი


არ ვიყავ სულად უცოდნი, ვიცოდი ენა მძიმები,

მეკითხა წიგნი საღმრთო და საერო ამას წინები;

ვთქვი ენით მეტად ადვილით, რომ იყოს მოუწყინები,

არვინ გამხადოთ ამისთვის საკიცხარ-მოსაყინები.


არვის გმართებს, ვისცა ხელად შემოგივარდესთ, ამის ამბის შეუტყობარი დარჩეთ, და ან მე რა ჭირი მინახავს ამის თარგმანზე, ისიც არ შეიტყოთ და არ გასინჯოთ.


ლექსი


კაცი გემოს მაშინ იცნობს, ოდეს ენა დააწოსა.

ღამესა ვარ უნათლოსა, მივემსგავსე მე მას წოსა.

ალსა ვზივარ ცეცხლისასა, სანამ გაქრეს, უნდა მწოსა.

კაცსა ბედი ვერას არგებს, თუცა ღმერთი არ ემწოსა.


სპარსთ ენაში მეტად ტკბილად და კარგად უთქვამსთ. ამასაც ნახავთ, ლექსი ლექსად გარდმოვსთქვი უკლებრად, რომელი ოთხ-მუხლი იყო, ანუ ორ-მუხლი, ანუ ერთ-მუხლი, ანუ ათმუხლი, მეტი თუ ნაკლები, და ამბავი-ამბად. მაგრამ ლექსი სპარსული ქართულს ენაში ლექსად არ ითარგმანება, ამბად მოვა, და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომე. და ეგება ლექსი არ მოგეწონოსთ, გასინჯეთ, რომ სხვის კაცისაგან ნათქვამს ამბავს მეორე ისე ვეღარ იტყვის. სპარსის ლექსის იგავნი ამის უკეთ ქართულად ვერ მოვიყვანე, თვარემ სპარსულში დიაღ გაწყობილია.


ლექსი


ეს ქილილა და დამანა ბრძენთაგან გამოთქმულები,

სპარსთა ენითა სიტკბოთი დაშაქრულ-დამბასულები,

ვპოე და ჩვენად გარდმოვსთქვი ყვავილი ტურფად რგულები,

ლექსი ლექსად და ამბავი არც ერთი დაკლებულები.


როგორც მათში იყო, ამბავი თავის ადგილს, და ლექსი თავის ადგილს დავსწერე. ამთონის ჩემის ჭირის ხელფასად ლოცვა და შენდობა რომ წესია, ავ-ენობის პირს მაინც ნურვინ გახსნით.


ლექსი


ეს წიგნი ბრძენთა ნათელი, სხივით და შუქით მზიანი,

ყურითა ტკბილად სასმენი, სულით ვარდი და იანი,

მკითხველთა სარგო მრავალი, არათი არა ზიანი,

ვსწერ მეფე ვახტანგ ქართველთა, თესლ-ტომად დავითიანი.


კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს


კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს, დამრჩა ეს შეუსრულები.

მამცეს პატივი მრავალი, ვა, თუ დავაბი სულები!

მან თავის ტოლად მადიდა, არ შემქნა უფლისწულვბი.

წარმავალია ყველაი, ჟამი მიც გარდასრულები.


არ დამცალდა სხვას ლექსთა თქმა, მიხმეს ისევ კიდევ კარად,

ხორცისათვის საპატიოდ, სხვას ბევრ რიგად დასაზარად.

რა ვქნა, არვინ არ გამოჩნდა არასფერში მოსახმარად?

მოუძლურდა ხორცი სუსტი, რაღა მეთქვა მსმენთვის მწარად?


არ იცოდით, არ გმართებდათ ჩემი ასე გარდაგდება?

სამთავსა და კვერსა შუა ჭიქა როგორ გამაგრდება?

ტალსა კვესსა რა ჩამოჰკრავ, აბედს ცეცხლი მოედება,

ცეცხლსა მძაფრსა ნავთს დაასხამ, მითხარ, როგორ დანელდება?


თვითვე ნანობენ უგბილნი, თუცა ბევრს ჭირსა მახესა,

ლომი დაბმული აეხსნას, ვაცსა გააბამს მახესა;

რაღასღა ვეძებ სახვეწრად კლდესა, ტყესა და მა ხესა,

რაც ერგოთ ჩემის ამ საქმით, აწა თვითანცა ნახესა.


ჩემნო გულის შემტკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ,

პირნი ჩემნი სხვათა ჭირთა მიამსგავსეთ, მიასახეთ;

სოფლის საქმეს ყური უგდეთ, ან იტირეთ, ანუ ვახეთ.

აბედინას-შვილის ამარ დავრჩომილვარ, აწ ეს ნჭხეთ1

 

* * * * * * *

 

ვით წინა ლექსი აჩენს, მე დამრჩა გაულექსავი და სულხან გალექსა, ყაფლანისშვილმან, რომელი ბოლოდ მონოზონ იქმნა და ეწოდა საბა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen