მთელი ფლორენცია აღტაცებული იყო ლუდოვიკო ბუონაროტის შვილის ხელოვნებით; მარტო ლუდოვიკოს არ უნდოდა შვილის ნახვა, არც ლაპარაკი მის შესახებ. ძალიან უწყრებოდა მოხუცი ახალგაზრდა მიქელანჯელოს, რომელმაც მიატოვა მამის ნაჩუქარი ფლეიტა, არ მოისურვა მუსიკის სნავლა, ლათინურ სკოლასაც თავი დაანება და მამის ოჯახი უბრალო სახელოსნოზე გაცვალა.
ლუდოვიკო ბუონაროტი ამაყობდა თავისი ძველი შთამომავლობით და სურდა, მისი საყვარელი შვილი დიდებული და მდიდარი კაცი გამოსულიყო. მიქელანჯელომ კი დაამცირა თავისი გვარი: მხატვრის სახელოსნოში ბიჭად შევიდა და ხელოსნობა მოინდომა.
- ბუონაროტის გვარში არ ყოფილან ქვისმთლელები! - ჯავრობდა მოხუცი ლუდოვიკო.
უნდოდა, სრულებით დაევიწყებინა შვილი და ოჯახში მისი სახელის ხსენებაც აკრძალა. ფლორენცია კი თითქოს დასცინოდა მოხუცს: დიდიან-პატარიანად ყველა მიქელანჯელოზე ლაპარაკობდა. ამბობდნენ, თვით ჰერცოგმა ლორენცო მედიჩიმ სიყვარულით მიიღო ახალგაზრდა ხელოვანი და მამის მაგივრობას უნევსო.
როცა ამგვარი ხმები ესმოდა, მოხუცი ლუდოვიკო უფრო და უფრო იღუშებოდა. ცდილობდა, შვილს არ შეხვედროდა და შეუთვალა კიდეც ანჯელოს, თვალით არ დამენახოო. მაგრამ როდესაც ჰერცოგის კაცი მიუვიდა და სასახლეში მიიწვია, მოხუცს ძალიან გაუხარდა; ენატრებოდა შვილი, უნდოდა თავისი თვალით ენახა და დარწმუნებულიყო იმაში, რასაც ლაპარაკობდნენ.
* * * * * * *
ძველ სასახლეს ირგვლივ ბაღი ერტყა. ბაღში ძველი ქანდაკებები იდგა, სასახლის დარბაზებში კი შეკრებილი იყო საუკეთესო ხელოვანთა ნახატები. იქ შეკრებილ საუნჯეს ფლორენციის გარეთაც შორს ჰქონდა სახელი განთქმული.
მგოსნები, მეცნიერები და მხატვრები მედიჩის სასახლის მუდმივი სტუმრები იყვნენ. ლორენცო მედიჩის სახელი ცნობილი იყო მთელ იტალიაში, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველისა.
ერთხელ თავის ბაღში სეირნობის დროს ჰერცოგმა ხეივანში ერთ ძველ ქანდაკებასთან მაღალი, ტანადი, მზისაგან გარუჯული ჭაბუკი დაინახა. ჭაბუკს ხელში მარმარილოს ნატეხი ეჭირა და დანით ჭრიდა; იგი ფავნუსის თავს აქანდაკებდა. ისე იყო გართული თავისი საქმით, რომ ვერ შეამჩნია ცნობისმოყვარე სასახლის პატრონი.
მეორე დღეს ჭაბუკი ისევ ისე ბეჯითად მუშაობდა; მესამე დღეს მარმარილოს ნატეხმა უკვე გარკვეული ფორმა მიიღო. მეოთხე დღეს კი ბაღში მისული ჭაბუკი ძალიან შენუხდა, რადგან თითქმის დამთავრებული ნამუშევარი თავის ადგილას აღარ დახვდა. მწუხარედ მოავლო თვალი ირგვლივ და ამოიოხრა.
ამ დროს ბუჩქებს იქიდან გამოვიდა უბრალოდ, თითქმის ღარიბულად ჩაცმული ორმოცი წლის კაცი და ჭაბუკს სახელი ჰკითხა. მანაც მიუგო, მიქელანჯელო ბუონაროტი მქვიაო.
უცნობმა მოჰკიდა ხელი ჭაბუკს და სასახლისაკენ ნაიყვანა. შევიდნენ, გაიარეს რამდენიმე დარბაზი და ერთში შეჩერდნენ:
- აი, მიქელანჯელო, შენი ხელოვნების ნაყოფი; ის ღირსია, რომ დაამშვენოს ეს დარბაზი. მე, ლორენცო მედიჩმა, ვბრძანე ეს... დღეის ამას იქით ჩემი სასახლე შენი სახლიცა და სახელოსნოც უნდა იყოს.
ამის შემდეგ ლორენცოს აგარაკი ახალგაზრდა მიქელანჯელოსთვის მშობლიურ ოჯახად, სკოლად და სახელოსნოდ იქცა. მხატვრები და სნავლულები - სასახლის მუდმივი სტუმრები - მისი მეგობრები და ხელმძღვანელები გახდნენ.
ფლორენციას უყვარდა ხელოვნება; ქალაქი მდიდარი იყო ნიჭიერი ხალხით, მაგრამ მიქელანჯელოს ბავშვური ხელებით გამოქანდაკებულმა ფავნუსის თავმა ყველა გააოცა.
მარტო ლუდოვიკო ბუონაროტის არ უნდოდა მისვლა და ნახვა თავისი შვილის ქმნილებისა. მაგრამ როდესაც მოხუცი თვითონ ჰერცოგმა მიიწვია სასახლეში, რასაკვირველია, აღარ ალოდინა. ლუდოვიკო მედიჩის ძველ გვარს დიდ პატივს სცემდა.
სიხარულით გაეშურა ანჯელო მამის შესახვედრად, მაგრამ ლუდოვიკო ამაყად სდუმდა; პასუხი არ გასცა შვილს მისალმებაზე, დიდხანს, დიდხანს უცქერდა მიქელანჯელოს გამოკვეთილ ქანდაკებას და ჩუმ-ჩუმად გადახედავდა ხოლმე მოშორებით მდგარ შვილს.
შემდეგ დიდხანს ესაუბრა ჰერცოგს, პოლიციანოს, ბერტოლდო დი ჯოვანისა და დონატელოს.
სასახლიდან ლუდოვიკო კმაყოფილი, მაგრამ გარინდებული გამოვიდა. მთელი გზა სახლამდე ისე გაიარა, უკან არ მოუხდავს და მხოლოდ სახლის კარებთან ანიშნა შვილს, რომელმაც მამა გამოაცილა, მიახლოებოდა. მოჰკიდა ხელი და შეიყვანა სახლში, საიდანაც სამი წლის წინათ წავიდა მიქელანჯელო.
- შენ არ შეგირცხვენია ბუანოროტის გვარი და ჩემი ოჯახი! - თქვა გაბრწყინებულმა ლუდოვიკომ და თითქოს უცებ განათდა დაღვრემილი ძველი ქვის სახლი ლუდოვიკოსი: გაცოცხლდა, გაჩაღდა სანთლებით, გასუქდა სიხარულით. ჰერცოგი, პოლიციანო, დონატელო, - ყველანი კმაყოფილი არიან მიქელანჯელოსი. მედიჩისა და ბუონაროტის მეგობრობა! - აი ეს მესმის.
მაგრამ ამნაირ მეგობრობაზე როდი ოცნებობდა ანჯელო; ის მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, ერთი რამ ენატრებოდა: თავისი საყვარელი ხელოვნება. ხელოვნების სიყვარული ნიშნავდა იმას, რომ ახალგაზრდა კაცს უნდა შეეწირა მისთვის მთელი თავისი სიცოცხლე, მთელი თავისი ფიქრები და დრო; და ეცოცხლა მხოლოდ ხელოვნებითა და ხელოვნებისათვის.
- ხელოვნება სავსებით იპყრობს ადამიანს, მოითხოვს მისგან დაუშრეტელ შრომას! - ასე ფიქრობდა ანჯელო. მასნავლებელთა ხელმძღვანელობით შრომობდა, ეცნობოდა ახალ და ძველ ხელოვანთა ნაწარმოებებს, ცდილობდა, შეესნავლა ცხოვრება და დაუცხრომლად შრომობდა თავის ქანდაკებებზე; დადიოდა ბაზარში და იქ აკვირდებოდა თევზებისა და ფრინველების აგებულებას; ღამღამობით მიდიოდა მონასტერში, სადაც ანატომიური კაბინეტი იყო გამართული და იქ ეცნობოდა ადამიანის აგებულებას, კუნთებისა და სხეულის წყობას.
ხშირად ხედავდნენ მას ქალაქის ბაღში მოხეტიალეს: დიდხანს, მდუმარედ ჩერდებოდა ხოლმე ქანდაკებების წინ, რომლებითაც ასე მდიდარი იყო ფლორენცია. ყველაფერს აღნიშნავდა და ხატავდა თავის რვეულში.
ხანგრძლივი, ყველასათვის უჩინარი, მძიმე მუშაობა ნთქავდა მრავალ საათს, დღეებსა და წლებს, სანამ გამოაქანდაკებდა ისეთ დადებულ ნაწარმოებს, რომელიც ყველას იზიდავდა. განებივრებულ ფლორენციელებს უკვირდათ მოქანდაკე მიქელანჯელოს სასნაულთმოქმედება, - ისე ადვილად აქცევდა იგი მარმარილოს დიდ ნატეხს საუცხოო მშვენიერ ქანდაკებად.
მაგრამ ბევრმა არ იცოდა, რამდენ ტანჯვას, მღელვარებას, უძილო ღამეებს გამოივლიდა ხოლმე, ხელოვანი სანამ ასეთ საოცარ ქმნილებებს შექმნიდა. ჭაბუკმა თორმეტი წლიდან დაივიწყა, რა არის თამაში და გართობა. როდესაც მისი ტოლები მხიარულობდნენ, ის მარტო მუშაობდა დაუღალავად.
მთელ ი ფლორენცია ლაპარაკობდა ახალგაზრდა ხელოვანზე, თვითონ კი წყნარად და საიდუმლოდ მუშაობდა თავის ახალ ნაწარმოებზე, არავის უშვებდა სახელოსნოში.
მიქელანჯელოს, დავითის დადგმა ფლორენციის ჭეშმარიტ ზეიმად იქცა. ოცდაცხრა წლის ხელოვანი ამ დროის უდიდეს მოქანდაკედ აღიარეს. მისი ბიოგრაფი, ჯორჯო ვაზარი ნერს: „როცა მიქელანჯელომ საფარველი გადახადა თავის დავითს, ხელოვნების ამ სასწაულმა დაჩრდილა ყველა ქანდაკება - თანამედროვე და ანტიკური, ბერძენთა და რომაელთა. მაქელანჯელომ ჭეშმარიტი სასწაულით გააცოცხლა ის, რაც მკვდრად ითვლებოდა.
დღესდღეობით, დავითი ფლორენციის ხელოვნებათა აკადემიის შენობაში დგას.
წლობით მუშაობდა ხოლმე ანჯელო ფერწერაზე და ივიწყებდა ქანდაკებას. რომის პაპის, იულიუს II-ის დაკვეთით მან მოხატა სიქსტის კაპელა (1508-1512 წლები). ეს არის ბიბლიური ისტორია სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე და შეიცავს 300-ზე მეტ ფიგურას.
1534-1541 წლებში იმავე სიქსტის კაპელაში, პაპის, პავლე III-ისათვის მიქელანჯელომ შექმნა დრამატულ ფრესკა - "საშინელი სამსჯავრო"...
მაგრამ თავად მიქელანჯელოს, მარმარილო ერჩივნა ტილოს და მართლაც რომ სასწაულს ახდენდა. შეეძლო, უხეში მარმარილოს ნატეხი მშვენიერ, საოცარ ქანდაკებად ექცია.
მხატვარი თავად იყო ყველაზე მკაცრი მსაჯული თავისი ნაწარმოებებისა. ხშირად უკმაყოფილოსა და რისხვით ანთებულს ჩაქუჩის ერთი დაკვრით დაუმტვრევია დაუმთავრებელი ქანდაკება და შემდეგ ისევ შესდგომია იმავე საქმეს.
მიქელანჯელო ხშირად იყო სევდიანი, დაღონებული, ფიქრებში გართული, და არავინ იცოდა, რა იყო მისი მწუხარების მიზეზი.
მარტოდმარტომ განვლო მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრება. მთელი სიცოცხლე შესწირა ხელოვნებას, რომელიც ბავშვობიდანვე შეიყვარა და მისი ერთგული დარჩა სიკვდილამდე. მთელი მისი სიცოცხლე დაუცხრომელი შრომა იყო.
ოთხმოცდაცხრა წელიწადი იცოცხლა მიქელანჯელომ. დიდება ჭაბუკობის დროს მოიხვეჭა და უკანასკნელ დღემდე დაუღალავად შრომობდა. ამბობდა, რომ სრული წარმატება მხოლოდ დაუცხრომელი, მძიმე შრომით მოიპოვებაო.
ნაკადული: 1912 წელი.


