კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:53

 

 

იყო ერთი ცოლ-ქმარი და ჰყავდა ერთი ვაჟი. სამივენი მუყაითი მშრომელები იყვნენ. გათენებიდან დაღამებამდე ვენახში მუშაობდნენ. ოჯახის მომვლელი და ვახშმის გამკეთებელი კი არავინ ჰყავდათ.

გადაწყვიტეს - მოდი ვაჟი დავაქორწინოთ, ვაჟსაც გავახარებთ და ოჯახის მომვლელსაც ვიშოვნითო.

ასეც მოიქცნენ. მოიყვანეს პატარძალი, მაგრამ ძალიან უსაქმური გამოდგა. დილით ადგებოდა თუ არა, შეჭამდა რაც დაუხვდებოდა, მერე მეზობლის კარზე ჩამოჯდებოდა და ლაპარაკსა და მზესუმზირას კნაწუნში ატარებდა დღეს. 

საღამოს დაღლილი დედამთილი შეუდგებოდა ვახშმის მზადებასა და სახლის მოვლას. 

შეწუხდა ცოლ-ქმარი. გადაწყვიტეს, საღამოს ერთმანეთს შევეცილოთ საქმეში, შერცხვება პატარძალს და ის გააკეთებსო. პირში თქმა ვერ გაუბედეს - ცოლ-ქმარში უსიამოვნება არ ჩამოვაგდოთო. 

ერთ საღამოს დალლილმა დედაკაცმა კოკას დაავლო ხელი: წავალ, წყალს მოვიტან, წვეთი არ გვიდგას ყელამომხმარ ხალხსაო!

კაცმა წაატანა კოკას ხელი:

- რას ამბობ, დედაკაცო, დღეს მთელი დღე მუშაობდი და ახლა წყლის მოტანა შეგიძლიაო?

დედაკაცმა მაინც არ დაანება.

- შენ კი რა, მხართეძოზე იყავ წამოწოლილი? მთელი დღე თოხმა მოგკლა, ახლა კოკას მოგცემ ხელშიო? პატარძალი, რომელიც აქამდე ქმართან ლაზღანდარობაში იყო გართული, მოუბრუნდა დედამთილ-მამამთილს და უთხრა:

- რა გაჩხუბებთ, ხალხო, ჯერ ერთმა მოიტანეთ წყალი და მერმე - მეორემაო! 

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen