კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:31

 

 

ორი დუნე ძმა იყო. ერთმა ცოლი შეირთო, პირველსავე ღამეს ცოლთან გაჯავრებული მივიდა. კატას მოავლო ხელი: აქაურობას სულ მტვერს ავადენო, მოიქნია და კედელს მიანარცხა. კატა მოკლა.

ცოლი მოიკუნტა, იფიქრა: ეს რა ღვთის რისხვა კაცი ყოფილაო!

უჯერებდა და მორჩილი იყო.

მეორე ძმას ნებიერი ცოლი შეხვდა. არას აკეთებდა, თავს მოიავადმყოფებდა: საქმე არ შემიძლიაო.

ამ ქალის ქმარმა ძმას შესჩივლა დღა ჰკითხა, შენი ცოლი როგორ დაიმორჩილეო? იმანაც ასწავლა. 

კაცმა მოუტანა ცოლს ხორცი, ეს მაინც მოხარშე, საღამოზე დაღლილი მოვალ, შენცა ჭამე და მეც მაჭამეო.

ცოლი ადგილიდან არ დაიძრა. დედაკაცმა თქვა: ახლა რომ სადილი გავუკეთო, დაეჩვევა და აღარ მომასვენებსო.

ძაღლმა შეჭამა ხორცი. დედაკაცი იწვა. მოვიდა საღამოს კაცი:

- აბა, პური მაჭამეო.

დედაკაცმა უთხრა:

- ძაღლმა შეჭამაო. კაცი გაჯავრდა: თუ არა ხარშავდი, შეინახავდი მაინცაო. წაავლო კატას ხელი და შუაზე გაგლიჯა.

დედაკაცი წამოდგა და თავში ჩაჰკრა:

- ეგ ადრევე უნდა გექნა, ახლა გვიანიაო.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen