კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:17

 

 

დათვი, მგელი და მელია შეხვდნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ხშირად დიდის ხნობით შიმშილით კუჭი გვიხმებაო, მოდი დავძმობილდეთ და ამიერიდან რაც მოვინადიროთ, ძმურად გავიყოთ ხოლმეო. დაძმობილდნენ და შეფიცეს ერთმანეთს არ ეღალატნათ.

წავიდნენ სამივენი სანადიროდ. იმათ იღბალზე დაჭრილი ირმის ნუკრი ნახეს, კისერი მოუგრიხეს, ჩეროში მწვანეზე დასხდნენ და გაყოფას შეუდგნენ. დათვმა უბრძანა მგელს, რომელსაც შიმშილით კბილები უკაწკაწებდა, - აბა, გაჰყავიო! მგელმა სთქვა: - თავი შენ, როგორც ჩვენს ბატონს და მეთაურს, შუა ტანი მე და ფეხები მელიას, რომელსაც ცუნცული უყვარსო.

ეს უკანასკნელი სიტყვები ჯერ არც კი გაეთავებინა მგელს, რომ დათვმა ისე ღონივრად ჩაჰკრა თავში თათი, რომ მთებმა ბანი მისცეს. მგელი ღმუილით განზე დაჯდა.

დათვი მიუბრუნდა მელიას და უთხრა: - ჩემო მელიავ, შენ გაჰყავიო! ცბიერმა მელიამ მოწიწებით წარმოთქვა: - თავი შენ, ვითარცა ჩვენს მეფეს, შუა ტანი შენ, რადგან ჩვენზე მამობრივად ზრუნავ, და ფეხებიც შენ, ვინაიდან ჩვენდა საკეთილდღეოდ არიან წარმართულნი სვლანი შენნიო!

- ბარაქალა, ჩემო მელიავ, ვინ გასწავლა ეგეთი ჭკვიანური გაყოფაო, - ჰკითხა მას დათვმა.

- მელიამ მიუგო: - შენ რომ წეღან ისე ძალიან ჩაარტყი მგელს თავში, ჭკუას როგორ ვერ ვისწავლიდიო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen