ეკლის ბუჩქმა უთხრა მებაღეს:
ჩემზეც რომ ვინმე იზრუნებდეს, ბაღში დამრგავდეს და მომივლიდეს, მაშინ მეც ლამაზ ყვავილებს და გემრიელ ნაყოფს გამოვისხამო.
მებაღემ ეკლის ბუჩქი ბაღში გადაიტანა, საუკეთესო მიწაზე დარგო და დღეში ორჯერ რწყავდა.
ბუჩქი გაიზარდა, მისი წვეტიანი ეკალი მოღონიერდა, ხოლო ტოტები მოედო ხეხილებსა და მცენარეებს. მალე გარშემო ყველაფერი დაფარა.
მებაღე ბაღშიაც ვეღარ ჩადიოდა, რადგან ეკალი დაუზოგავად ჩხვლეტდა, ბაღს ვეღარ უვლიდა და ყველაფერი გადახმა:
- ვაი, მე უბედურსო! - სტიროდა მებაღე, - ამ ერთ ბოროტ ბუჩქს როგორ ვანაცვალე ამდენი კეთილი ხეხილი და მცენარეო!
* * * * * * *
მთარგმნელი: სერგო კლდიაშვილი


