კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:16

ერთმა თხუნელამ განიზრახა მზის შესახებ ტრაქტატის დაწერა და გადაწყვიტა არწივის მოწვევა სპეციალურ კონსულტანტად.

"თქვენზე ამბობენ - უთხრა მან არწივს, - რომ მზეს ყველაზე ახლოს იცნობთ, მამცნეთ, რა ფაქტობრივი საფუძველი აქვს ხალხის ამგვარ მტკიცებას".

არწივმა დაწერა რეფერატი და წარუდგინა. თხუნელა გაეცნო რეფერატს და უთხრა:

"მართალია მე მხედველობა არ გამაჩნია, მაგრამ სიზმარში მინახავს მზე. თქვენს მიერ აღწერილი მზე კი ოდნავადაც არ ემთხვევა ჩემს მიერ ნანახს. დამაჯერებლობა აკლია თქვენს მონათხრობს. კარგი იქნებოდა, თუ განავრცობდით და არგუმენტებით განამტკიცებდით თქვენს რეფერატს".

"მეტს ვერას მოგახსენებთ თქვენთვის გასაგები ენით, - მიუგო არწივმა, - თქვენი ბიძაშვილი ვირთაგვა კი ჩემზე უკეთ განგიმარტავთ მზის რაობას, იგიც ხშირად ხედავს ხოლმე მზეს, როდესაც მიწის პირზე ამოდის. ამიტომ მისთვის დამითმია კონსულტანტის ადგილი".

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen