კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 09:27

ცხრათვალა მზე ცხრათვალიან ცეცხლის ეტლში იჯდა, ზეცა-ზეცა დაბრძანდებოდა და დედამიწას თაკარა სხივებს აფრქვევდა.

ღრუბელი კი ჭექა-ქუხილის გუნებაზე იყო და ძაღლივით იღრინებოდა:

- აი, შე უჭკუოვ, შენა! ფანტე, ფანტე ეგრე სხივები! როცა გამოგელევა, დავინახავ ერთი მერე რაღას იზამ!

რქაწითლის მტევნები დედის რძესავით იწოვდნენ მზის მხურვალებას და ღუოდნენ, იმკრახებოდნენ. ქვეყანაზე არ იყო ისეთი ბალახი, ობობა, ყვავილი თუ წყლის წვეთი, თავის წილ მზის სხივს ხარბად რომ არ დასწაფებოდა.

- გააქურდინე ეგრე სუყველას თავი, გააქურდინე! ცხრავე თვალი რომ დაგიდგება, ნახავ, რითაც გადაგიხდიან. - შავად იგრაგნებოდა ღრუბელი.

ჩახჩახა მზე კი აინუნშიაც არ იგდებდა არეული ღრუბლის ბუზღუნს და ყოველ სულიერსა თუ უგულოს გულუხვად ჰფენდა თავის მცხუნვარე სხივებს.საღამოთი მზემ სულ თითო-თითოდ დათვალა და არც ერთი სხივი არ აკლდა.

ამის დამნახავი ღრუბელი ძირს სეტყვად წამოვიდა. სხივაკრეფილი მზე კი არხეინად ჩაყურყუმელავდა ზღვაში.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen