გადაივლი, მთებია
და ჭინკების არული.
ჩვენც იქ გვითენებია
ღამე ლეგენდარული,
სადაც ვთოფეთ ნადირი,
მთები ავახმაურეთ,
სადაც ისე ადვილად
ორმა ვიმოგზაურეთ,
ცას ეყარა ღადარი.
გზაც ჩვენ ფეხქვეშ დაიქნა,
ის სიმშვიდე სად არი!
ის ხალისი რა იქნა!
ჩემი ბინა ხომ გახსოვს,
ან ის ქარი, რომ ქროდა.
ჩემი გული ხომ გახსოვს,
საგულეში რომ მქონდა.
ის დღე გადაიფარჩა
და დავკარგე, დობილო,
მერე მარტო რად დავრჩი
უგულო და ობოლი?!.


