კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:07

 

წავიდა და ცაში გაერევა,

კვამლმა თვალი თითქოს თან გაიყოლა.

იყო თურმე ადამი და ევა

და ზღაპარი: - იყო, არა იყო რა...


ხეს შეხედე, ისე კარგად ათოვს,

ფიფქია, თუ ვარსკვლავები ცვივა!

მოდი, ჩვენ ხომ სიყვარული გვათბობს,

თუმცა გარეთ ცივა...


იყო ღამე: ქარაშოტი, სეტყა,

ჟანგიანი ბორკილების ხმაური:

იმ კოშკს ოქროს გალავანი ერტყა

და მეფე კი, ეშმაკების აულის,


მოდიოდა წელიწადში ერთხელ,

ახვედრებდნენ ღაწვებმაგარ გოგონას.

(ეშმაკები ერთხელ მეც კი შემხვდნენ,

ეს ზღაპარიც ეშმაკმა მომაგონა).


მერე ადგა გრიგალი და ნგრევა,

კოშკიცა და მეფენიც გაიყოლა.

...იყო თურმე ადამი და ევა

და ზღაპარი: - იყო, არა იყო რა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen