|
გადაგეკარგეთ, დაგტოვეთ ოხრად, ასე უიღბლოდ გამოჩეკილნო! თქვენს წინ მომინდა მუხლების მოხრა, სიყვარულის და ცრემლების შვილნო!
იზრდებით ობლად და უალერსოდ. რამდენჯერ გული ამიტირდება, რამდენჯერ გული ცრემლით ამევსო!
ან ვინ გახურავთ ღამეში საბანს? ო, ახლა ჩემ გულს, სევდით განგრეულს, თქვენ გარდა ცრემლით არავინ დაბანს!..
სისხლით აივსო თვალის უპები. ტუბერკულოზით დედა გეხრჩობათ და ბნელ ქუჩებში მეც ვიღუპები!
მცირე იმედათ ეს მაინც ვარგა, რომ ჩვენს დაკარგულ, ტიალ საფლავებს თქვენ დაიტირებთ ყველაზე კარგად! |


