კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:12

 

ჩიტმა მასწავლა მინდიას სიბრძნე,

გზას გასწავლიო, - ქარი მპირდება.

ავიღებ მიწას, უბეში ვიბნევ,

შევხედავ ცას და გამიკვირდება.


დამკიდეთ ნამის ასი საყურე,

გამივსეთ მკერდი ბროლის მძივითა,

ცა ჩამოიღეთ, მხრებზე დამხურეთ,

ან კლდეს მაჯახეთ არაგვივითა.


რომ სიმღერების თანაზიარად

ჩქეფდეს არაგვი არაგვიანი,

ამ ზეცის თაღზე უფრო კრიალა,

ამ მთის ძუძუზე ბარაქიანი;


რომ ლექსმაც იგრძნოს სული ფშაური

და საუკუნოდ დაფასდეს ჯაფა,

რომ მეპატიოს დანაშაული,

ჩემგან შეცდომით მოკლულო ჯაფარ!


მე შენი მოკვლა როდი მდომია,

სხვა ვიღაც გახდა ამის მიზეზი.

გულიც გქონია, სულიც გდგომია,

ყოველგვარ სულზე უფაქიზესი.


დამისათუთდნენ თითები მკაცრი,

ეგ შენი სისხლი ქარმა შელოკა,

კაცი ყოფილხარ, ჩიტგულა კაცი,

შემინდოს ვაჟამ შენი მკვლელობა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen