კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:35

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

ეს მოხდა უცხო ზმანებათა გარემოცვაში...

... ცად ამზიანდა ფარად - ზარქაში, 

გაღმა ზარების ატყდა ჟღარუნი 

და სიზმარეულ გარდასახვაში 

გზა შემეცვალა პლანეტარული.


მე დავიბადე... ბედის ვარსკვლავი 

ცაზე აღენთო უცხო ზმანებად, 

ის მომყვებოდა, მე მივდიოდი 

და კელაპტრების წყვილი ღეროთი 

დიდ სინათლეში განსაზავებლად 

მზის შესაყრელად მივიმღეროდი.


მზე იყო მაღლა... მიჯნათა მიღმა 

უსაზღვროების მირიადი მოჩანდა ზღვარი... 

დავლახე გზანი - სხვანი და სხვანი, 

ბევრი ვიარე, თუ... ცოტა ვიარე, - 

უცხო მხარეში ამექცა მხარი, 

დავახანე და დავაგვიანე...


...დავაგვიანე... დავაგვიანე... 

სამარადისოდ დავაგვიანე...


აწ ვზი მაშვრალი, ვინ ხმობს, ვინ მიცდის... 

წარხდა ოქრო და წარხდა რვალები. 

წინ სიკვდილია, ერთი ამისთვის 

ნატერფალი თუ ნამწვერვალევი...


როსმე ცა ენთო, ბრუნავდა ჭერი, 

როკვით ვიდოდა გუნდი მთიებთა,

მუნ სევდიანი ოცნება ჩემი 

ყრუ სამკვიდროებს მოიძიებდა, 

 

რომ აქ დამეგდო ხორცი მზრუნველი 

და არაოდეს მეხილა, ვინძლო, - 

რა სატანჯველით აღესრულები, 

მზე დაბინდულო ადამის ღვიძლო!...


ნელი ღაღადით ავეყუდები აღსავლის კართან... 

"მიიქეც უკან! - მაუწყებს იგი - ღამეა, ღამე, 

თვლემენ ვარდები, აღმოვალს მზე და აღსავლის კართან 

კვლავ ამნაირად აღიმართები“.


მე მოვიქცევი, ღამეს ვეურვი, 

გულში ვიუნჯებ უხმო წადილსაც, 

რომ ღამისაგან უკუქცეული 

კვლავ მოვიძიებ განთიადისას.


აჰა, მოვსულვარ!.. ბოლავს რიჟრაჟი, 

ჟამნი მყოვარნი წამად რბიან და 

ამ გამუდმებულ წამთ აღრიცხვაში 

კვლავ უნუგეშოდ დამაგვიანდა...


...დამაგვიანდა, 

დამაგვიანდა... 

კვლავ უნუგეშოდ დამაგვიანდა...


გავცქერი ცარგვალს, სად მიდის, სადა, 

ჩემი ღაღადი, გმინვა, გნიასი, 

იქნებ, მეუფე არარად აქნევს 

და სტიქიონთა უჩვეულო ჰარმონიაში 

განუკითხავად განაგებს საგნებს...


ვინ ხარ, გიწოდო ძალი რომელი, 

ბედი გერქვას თუ ბედის გელაზი,

მზედ მოიქცე თუ თოვლად გვებურო... 

ზღვად განისუფევ, მინდვრად მოგველი, 

თუ მოციაგე ცისარტყელაში 

ცხენს დააგელვებ, ყოვლადქებულო!..


გზის გასაყართან დგახარ სახავსე 

შენი ლოდით და შენი ხაროთი, 

თუ დიდებულთა ნაპარტახალზე 

ტყის სურნელებად ამოწყაროვდი...


დაწყნარდი, სულო, ეძიებ ნუღარ, 

მიჯნებს იდუმალს მისწვდა რომელი: 

ხმა დაიდუმე, მობრუნდი უკან, 

კარს მოგდგომია სულთა მხდომელი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen