კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:16

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

რაიც ყოფილი, თაო ჩემო, იგივ ყოფადი: - 

აღარც წარსული, აღარც აწმყო, აღარც მყოფადი... 

დღღემდე ვერ სძლია სინათლემან უსინათლობას, 

ვერც ცნობადისამ გადასწონა შეუცნობადი...


... მიჰქრის ნათლის ფრთე, მიიფრთოსნება, 

ცის უდაბნოში ეტლად ისახვის 

და ემზადება ჩემი ოცნება 

ამ სანეტარო ზეაღსვლისათვის.


დაბლა ვერ ვპოვე ნავსაყუდელი, 

ახლა შენ გელტვი, ზესთა საფარო, 

უნდა გავლიო ქვეყნის ზღუდენი, 

მიჯნებს გავცდე და გავიმთაბარო.


უნდა შეგძრა და შეგაბარბაცო, 

უნდა მოგიზღო წილი საშენო, 

ჩემო ციხევ თუ ჩემო დარბაზო, 

ძველის ნაშთო თუ ახალნაშენო!..


სხივს მივეწევი თვალსწაიერზე, - 

გულთ აღმებეჭდე, უფლის ბეჭედო, 

რომ განვიფინო დისკო მთოვარის 

და ვარსკვლავები გავიქვეშეთო...


მზის სამოსელი შემომეცრიცა, 

ფრთე ზუალისა გულზე მესობა, 

გარე-მოვლით მწერს სიმრგვლე ეტლისა 

და სფეროების მრავალკეცობა.


გზებზე მინელდა ნისლის თარეში, 

ცით გარდამოდის გარდმოსადენი 

და აღმაფრენის სინეტარეში 

წინ მიმიძღვება შენი ნათელი.


წინ მიმიძღვება... ბრუნავს ბოძალი, 

შვებას რა მომცემს: შენი ხსენება! 

და რაობანი საწუთროსანი 

არარაობად მომეჩვენება.


თუმცა ვინ მიხმობს: "- უკუ მომყევი!..“ 

ვისი ლანდი მდევს ღრუბლის ფრთესავით, 

ვინ მეზრახება - თესლის მომღები 

კვლავ შეცვალეო უკუმთესავით!..


ვინ მეზრახება... ვზივარ წყლის პირად, 

ყრუდ ნანაობენ ნელი ჭავლები

და უხილავის თეთრი ეტლებით 

ბნელ სანახებში მივემგზავრები...


კვლავ უდაბნოში ბინდი ისახვის, 

გმადლობ, უფალო, აჰა, ესერა: 

ჩანს, უნაყოფო ქმედებისათვის 

მეც უწინდელთა ხვედრი მეწერა.


ხილვად მეწადა ზესთა კრებული, 

გარნა შენი გზა ვეღარ მოვლანდე, 

სული კი, სული, - შეჭირვებული, 

რბის გარემოის გარე-მოვლამდე.


გარნა რა ისმის: უსაძრაობა, 

იგივ დუმილი ცათა კრებულის... 

ვერა, ვერ ავხსენ ბედის რაობა, 

არსი ვერ ვცანი ზეარსებულის.


ბოლოს აქ შევდექ... კარი შევაღე, 

ცრემლი შევფინე ღრუბლის კარბაზე 

და მწუხრეული საგალობლებით 

ცის ჩრდილოვანში შევიდარბაზე...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen