უპირველესი სალამი, ყვავილო, დაგიბარეო,
ნუ ჰყვავი ფერად-ფერადა, გული ნუ ამიჩქარეო.
წყალგაღმა ყოფმა გიცქირე, ცრემლები ჩამოვღვარეო,
შენსკენ წამოვე, ლამაზო, შენს ნახვას დავეჩქარეო.
დიდხან გიცქერდი მდუმარე, იქ ბუჩქებს მოვეფარეო,
ქარმა დაჰქროლა, ყვავილო, დაიხარ-მაიხარეო.
უთვალავს ყვავილს დაიყრი ახადის არემარეო,
შენსაც მოვკვდები გულზედა, შენ მიწა მომაყარეო.
დედა ხარ, ყვავილთ გამზრდელი, შენს გულმკერდს ვენაცვალეო!


