ფერეიდანის მიწას ვხნავ, აგერ სამასი წელია.
აგერ სამასი წელია ბედი ამგვარი მწერია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე, ხმელი ხორბალიც ერია.
ამობიბინდა, ჯეჯილის თავთავი გადამერია.
ფიქრების ამომწვანების, ვაჰ, სული გადამერია.
მაინც ვხნავ ფერეიდანის მიწას სამასი წელია.


