კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:54

 

ლასტის საღობით გავღობე

შავეთ საწუთროს მზღვარია,

მიჯნა სავანედ დავასვი

სანახშო ურთხლის სარია.

გამოვიყვანე, შავწირე

უფალს უღელი ხარია,

მაგრამ რაი რა? - დრო დაღგა

მამკითხა ცოდვა ბრალია.

წავყევი, რაღა მეთქმოდა,

შვილი ვარ, ჩემი ვალია,

კარგა ხანს არვის გაგეღოთ! -

გავიჯახუნე კარია.

გაველ სიკვდილის ველზედა,

ავარდა ნიავ-ქარია,

მზეკაბან - ღელვობს ყაყაჩო,

ძოწზე უხდება ხალია.

დრო-სივრცეს ბოლო არ უჩანს,

ვაჰმე რა საოცარია,

არ ცხელა თუმცა ათას წელს,

აქ არ ყოფილა ცვარია,

ენდე, ი ჩემი სამხვეწრო

უღელი თეთრი ხარია.

შამამხედეს და შამზმუვლეს,

თვალთ მასდგათ ცრემლის ღვარია,

სახრე არ გვახსოვს შენგანო,

არ დაგვდგომია ძალია,

გარდავისახე პირჯვარი,

ერთ მადლად ესეც კმარია,

ცა ისრე გამომიბრწყინდა,

სოფლის მზე მინანქარია,

დახედე უფალი ჰგიებს,

ბრიალებს, როგორც ალია!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen