კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:47

 

უკან რჩება ჯოჯოხეთის ძგიდე,

აღარაფერს არ ენდობა თვალი.

ორად ორი ნაბიჯია კიდევ

გულზე ხელებს დაიწყობდე ვიდრე.

საუკუნე დასჭირდება, ალბათ,

ორი წუთის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლას;

აღარაფერს არ ენდობა თვალი,

ცარიელი გული ნისლში დალბა.

ნისლში მწარედ უგრიხავენ კისერს

სამოთხისკენ ფაფარაშლილ მერანს,

შენ ამქვეყნად აღარაფრის გჯერა;

შენ ამქვეყნად აღარავინ გისმენს...

აღარავის შეუძლია შველა

და ნაღველი -  დედამიწისხელა -

გულის ძარღვზე გიბაგუნებს ისევ.

გამოხუნდა ძველისძველი პალტო,

შავი წყალი გაიბრწყინებს თვალწინ...

ხუთი ქუჩის გზასაყარზე გაწვიმს

და ხუთივეს მიუყვები მარტო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen