კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 04:43

 

სამყაროს ათბობს და ალამაზებს

მისი სიმღერა თუ მისი სევდა...

სიყვარულისგან დაბრმავებული

ადამიანი ყველაფერს ხედავს.


სულ სხვაა ფერი და სურნელება

მის სინათლეში გაზრდილი ვარდის.

სიყვარულისგან მუხლმოკვეთილი

ადამიანი მწვერვალზე ადის.


ისაა ოქრო ზესკნელ-ქვესკნელის,

ზღაპრის მტრედი და სამოთხის შველი.

სიყვარულისგან ძილგატეხილი

ადამიანი სიცოცხლეს შვენის.


ბედნიერია, ვინც შეიყვარებს,

ვისაც უყვარს და ვისაც უყვარდა.

სიყვარულისგან გზააბნეული

ადამიანი მივა უფალთან.


გებრალებოდეს, ვინც ვერ იგემებს

მისეულ ნექტარს, შხამსა თუ ეკლს.

სიყვარულისგან მოკლული გული

მარადიული ზარივით რეკავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen