|
მაიმუნი
მაიმუნი პრანჭია, სახე დაუმანჭია, დარბის, დახტის, ქაქანებს, საქანელას აქანებს.
გესვრის თხილის ნაჭუჭებს. რა სუფთაა, რა სუფთა?! თავზე იყრის ნასუფრალს.
ხელპირდაუბანელი, ბაძია და წუნია, მართლაც მაიმუნია.
შენ გგონია, არა მწყინს? დედიკო რომ ხანდახან მაიმუნოს მეძახის!
სპილო
დიდზე უფრო დიდია, ცხვირის ნაცვლად ძლიერი მას ხორთუმი ჰკიდია.
იმით მიაქვს ხახაში, უყვარს ჩვენი ყურება, სიცილი და თამაში.
არც კი მოიბოდიშა და ხორთუმით სუყველას თავზე წყალი მოგვიშვა.
წაგვამწარა სტუმრობა, გეფიცები, ხანდახან, სულ არ იცის ხუმრობა.
დინჯია და მშვიდია, მიყიდიდა მამიკო, მაგრამ ძლიერ დიდია.
აქლემი
კუზიანი აქლემი არასოდეს გინახავს? ამბობენ, რომ კუზებში წყალს და საჭმელს ინახავს.
ჩემო კარგო, არადა... საწყალს, ალბათ, არა აქვს განჯინა და კარადა.
ცოტა თუ შეაწუხე, ვითომ არაფერია, ისე შემოგაფურთხებს.
გაზრდილა და გრძელია, მე თუ მკითხავ, ნამდვილად დიდი გაუზრდელია.
ლომი
მეფე-ლომი ღრიალებს, ცოტა ახლოს თუ მიხვალ, თვალებს დაგიბრიალებს.
ტორებს დაჰკრავს გალიას, ჩვენ კი არა, დიდებსაც ეშინიათ ძალიან.
არავის სცნობს სრულიად, ამიტომაც თამაში ლომთან აკრძალულია.
ვეფხვი
ისიც მტაცებელია, სულ კატას ჰგავს ხატულას, კატასავით ჭრელია.
სულ არ უყვარს ბავშვები, არც ვეფხვია, თუ მკითხავ, სახლში შემოსაშვები.
შველი
შველის არ მეშინია, წინ ბალახი უყრია; იქვე რომ დაკუნტრუშობს, პაწაწინა ნუკრია.
მისვლის ნებას არ მომცემს? ერთხელ მოვეფერე და შიგ ტუჩებში ვაკოცე.
შვლის და ნუკრის ყურებით, როგორა აქვთ, თუ იცი, დაცქვეტილი ყურები!
ზოოპარკში არც კია, ჩვენს ბეკეკას ჩამოჰგავს, მაგრამ უფრო კარგია.
მელია
სოფელში რომ ბევრია, აქაცა ჰყავთ მელია, შენ კი იცი, მელია რარიგ საძაგელია.
მამლის სისხლი დალია!.. აქ ამ ქათმის ქურდებით სავსე არის გალია.
ტირილი და გოდება? სულ ცრემლები მახრჩობენ, როცა მომაგონდება.
არ არიან მადაზე, ზოოპარკის გალია ახი არის მაგათზე.
დათვი
ყველას დათვი სჯობია, - ბანჯგვლიანი დათუნა, მუდამ გვებურტყუნება მე, მზიას და ხათუნას.
თუმცა თხოვნა რად უნდა, - ტაში, ჩემო დათუნა! - დაუარე, დათუნა!
სულ მის ცქერას ვუნდები, რამეს რომ არ მატკენდეს, გულში ჩავეხუტები. |


