კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:08

 

გონების აღმოსავლეთო,

გულში ზარების წკრიალო,

სიტყვების ოქროდ ქცეულო

სიმაღლეებო მზიანო,

დროში გაშლილო ფერებად

(ხმებში სამყაროს მშვენება)

ფრთიანო, დავლათიანო,

ელვასთან შეთამაშებავ,

ყანასთან ერთად შრიალო,

ზესკნელ-ქვესკნელის ტაძარო,

სინათლის გალავნიანო,

ფიქრო - ხან ხალისიანო,

მაისის აისიანო,

ხან სევდის ღიმილიანო,

ხან მგალობელო სიმშვიდევ,

ხან უძილობა-წრიალო,

დღესასწაულო სიბრძნისა,

სამოთხევ ნარეკლიანო,

ბედნიერების კოცონო,

ტკივილის ნაღვერდლიანო.

აღმართო გაზაფხულისა

ზამთარშიც იებიანო,

ძმადფიცნო მწვერვალებისა -

ღრუბლებო ნაქარგიანო

(ზეცას რომ გადაივლიან

და შენში შემოდიანო)...


გონების აღმოსავლეთო,

გულში ზარების წკრიალო,

სიცოცხლევ, სიკვდილიანო,

სიკვდილო, სიცოცხლიანო,

უსასრულობავ მადლისა,

სანთელო ყველა ხატისა,

სურნელო ღმერთის კალთისა,

უკვდავებასთან ზიარო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen