კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:07

 

ქვეყანა-ზოგჯერ ნათელი

და ზოგჯერ მგლისა ფერიო,

ხან წყარო სიხარულისა,

ხან კიდევ-მისი მკვლელიო -

იმგვარად შემყვარებია,

გაჩენის დღესა ვწყევლიო.


სხვაგვარად გაბრწყინებული

ტაძრის ფუძე და ჭერიო.

გულზე ღრუბლების გადავლა,

მათ ნაკვალევზე-ცრემლიო.

ფიქრში ათასი ტკივილი,

ჭრილობა-უფრო ბევრიო.


სულ სიყვარულის ბრალია-

ისე შემკრა და ამრია,

ისე ჩამჭიდა ხელიო,

სიკვდილიც ვეღარ დამიხსნის,

ჩემი ლამაზი მტერიო.


წუთიც კი უშენობისა

ტანჯვის ათასი წელია,

სიტყვაა გამოუთქმელი,

იმ სიტყვის გული ცრემლია,

იმ ცრემლზე შენი სახეა,

სახეზე სევდის ფერია...


წუთიც კი უშენობისა

ტანჯვის ათასი წელია,

სიცოცხლის დაღონებაა,

სიზმარში ჩაკონებაა,

სიკვდილზე უფრო ძნელია!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen