კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:27

 

შენ ზეციდან გამოგაგდეს ცოდვისათვის,

სიყვარულში, შენც ჩემსავით ობოლი ხარ,

ერთი სიყვარული გვერგო ორისათვის,

ბავშვად გხედავ და არ ვიცი როგორი ხარ.


მე ბავშვივით გაგებუტე უთვალავჯერ,

ვეჭვიანობ, ამ გულისთვის  სამწუხაროდ,

გევედრები, არ გამიშვა, მიდარაჯე,

რომ სიყვარულს  ერთნაირად მოვუაროთ.


შეცდომები, გარდასულ წლებს გავატანოთ,

გატკინეს და შენც ატკინე საპასუხოდ,

ბრალი რომ გაქვს, იცი, მაინც ამპარტავნობ,

დაფიქრდი და თავხედურად ნუ მპასუხობ.


გადაავსებს მონატრება, გულის კიდეს,

რა ვქნა, შენი სიყვარული ვერ დავტიე, 

ზეცის ქიმზე მივაყუდებ, ფიქრის კიბეს,

ამოვალ და  თავად გეტყვი - მაპატიე!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen