კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:43

 

გაზეთის ფურცელმა

მატარებელში შემატყობინა შენი სიკვდილი,

კვნესივით გაწყდა ჩემს გულში ძარღვი,

თვალწინ გაცოცხლდა შენი ხატი,

ღვთისმშობელივით სათნო

და უწყინარი;


მძიმდებოდა შენი არყოფნით 

შეძრული სული,

გუბდებოდა ვაგონში სევდა,

ღია ფანჯრიდან შემორბოდნენ

შუქის მარცვლები

და რიგ-რიგობით ირეკლებოდნენ

ცრემლის წვეთებში...


მიჰქროდა მატარებელი

მიათრევდა

მწუხარების ტვირთს

და მისი მძიმე ბორბლები

გაუთავებლად იმეორებდნენ შენს სახელს,

პეპელასავით მსუბუქსა და ჰაეროვანს:

ი-ნო-ლა,

ი-ნო-ლა,

ი-ნო-ლა…

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen