კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:19

 

არა, არც ძველი

ჩუმი წყენა,

და არც - ახალი,

არა, არც ხსოვნის

ცივი ფერფლის 

ჟინი მთარსავი...

... (ღამეა ძველი,

დამტვრეული, ცამდე მაღალი, 

და მტკივან მხარზე

მთვარე უზის პეპელასავით)...


ცრის მხოლოდ ჩუმი სინანულის 

ცივი წვეთები,

(დრო ისეც გვაცლის გამოსაცლელს 

სულს და არაქათს), 

თქვენ თქვენს ერთადერთ აბნეულ გზებს 

ისევ ნებდებით,

მეც, აბნეული გზების გარდა, 

სხვა გზა არა მაქვს;


და სულერთია - 

ან ქირქილი, 

ანუ ტაშები

როცა სიზმრებში გაფრენილი წლების რიგია...

როცა სიცოცხლეს ომობანას ვეთამაშები,

და ჯერ სიკვდილთან

ნაღდი ომი არ წამიგია.


ალბათ შორსაა

შებინდების უხმო ხარხარი, 

როს ისევ მახსოვს

გახარებულ მკერდის სავსავი... 

... (ღამეა ძველი, 

დამტვრეული, 

ცამდე მაღალი,

და მტკივან მხარზე

მთვარე უზის პეპელასავით)...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen