|
მეზობელს შუბლზე გაუწყდა ძარღვი - არც ბედი იყო, ალბათ, მოწყალე, თუმც ახლა ჩემი ბომბორა ძაღლი არ იქნებოდა მაინც ცოცხალი.
ბერი მორწმუნის მწარე პუტუნით, სადაც სისხლივით შეახმა ჟაკანს ძაღლის ცოდვა და ჩემი წკმუტუნი.
დაწყვეტილია დროის აღვირი, აწი სიბერე მილოკავს ხელბს ჩემი ბომბორა შავი ძაღლივით...
და მეჭვარტლება ფილტვი თუთუნით, მგონია, ყოველ გავარდნას თოფის მოჰყვება ჩემი ძაღლის წკმუტუნი... |


