|
არა, არც ძველი ჩუმი წყენა, და არც - ახალი, არა, არც ხსოვნის ცივი ფერფლის სუსხი მთარსავი (...ღამეა ძველი, დამტვრეული, ცამდე მაღალი, და მტკივან მხარზე მთვარე უზის პეპელასავით)...
მლაშე წვეთები (დრო ისეც გვაცლის გამოსაცლელს სულს და არაქათს)... თქვენ თქვენს ერთადერთ დაკარგულ გზას ისევ ნებდებით, მეც, დაკარგული გზების გარდა, სხვა გზა არა მაქვს!
ან ქირქილი, ანუ ტაშები, როცა სიზმრებში მოწყენილი წლების რიგია... როცა სრულდება ეს დრამა და ეს თამაშები და ასმეერთედ აგებ - ასჯერ რაც წაგიგია!
შებინდების უხმო ხარხარი და მწარედ გახსოვს გახარებულ მკერდის სავსავი (...ღამეა ძველი, დაძენძილი, ცამდე მაღალი, და მტკივან მხარზე მთვარე უზის პეპელასავით)... |


