|
გეფიცები, ამას ვამბობ ხშირადა, დარჩენილი უმზეოდ და უმთვაროდ, ნუ შემიყვან განსაცდელსა შინა და სიხარულით შემიწყნარე, უფალო! რასაც ვამბობ, სიყვარულით მე ვწერ და ღმერთმა იცის, სად თოვდა და წვიმდა სად, მომივლინე მადლი ჩემდა შემწედა, მე ვადიდებ სახელს შენსა, წმინდასა! |


