კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:07

 

(გიორგი ლეონიძეს)

 

ცრემლის ზეცაა თბილისის ზეცა,

ცხელი ცრემლებით ადიდდა მტკვარი.

ვაი, რა დიდი ბოძი წაგვექცა,

ქართული ლექსის იმედად მდგარი.


სულში რეკს ახლა წუხილი ზარად

წუთი, რომელიც სევდით ივსება.

ოი, რა ჩქარა, ოი, რა ჩქარა,

წაგვართვა იგი მარადისობამ.


გაცვეთილია ლომის ბრჭყალები,

დამტვრეულია ტოტები მუხის.

რა ძალა ჰქონდა, რა ელვარება

მის სიტყვას, - ლექსად მოვარდნილ ქუხილს.


ვერ დამაჯერებს მე ახლა ვერვინ,

რომ სიკვდილს ნიშნავს ყვითელი კუბო,

ანდა ეს ცრემლი, ეს ცხარე ცრემლი,

ზღვად რომ იქცევა, რომ დავაგუბო.


აბა, ეს ქარი რას ღმუის ნეტავ,

დაჭრილ ხარივით რას ღმუის ქარი.

ნუთუ აღარ გვყავს, ვინც იდგა კენტად,

ლექსის მეუფე, სიტყვის ამქარი?!


აბა, მაშ სუნთქვა რად მესმის მისი,

ეს ქარი ქრის თუ მგოსნის სულია?!

თვალთაგან ლექსის ნაპერწკლებს ისვრის

და ოცნებებით ცად ასულია.


სამშობლოს ღიმილს დანამწყემსები,

კვლავ მღერის ლაღი და ხმაბუხუნა.

გადაეფარნენ მცველად ლექსები

და სიკვდილს კარი გამოუხურა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen