|
ვერ უნათე ჩემს სიბნელეს შუქად, თავად დათმე სალოცავი მდედრი, ჯერ სუყველა ლექსს წავიღებ უკან, მერე ყველა კოცნას დაგაყვედრი.
ვერ ამამღვრევს ვერც "შანელის" სუნი, სიყვარულიც მომირჩება ალბათ და ნაღრძობიც დამიცხრება სული.
დამტვრეული ღამე, (სადღაც მწარე გათენება გაკრთა), თუ ჩემს მერე დაგაკლდება რამე, დაგაკლდება-რაც ჩემამდე გაკლდა.
ისევ ტირის ნაძვი, ჩემი მწარე წარსულივით ფლიდი... დრო გავა და, ვიცი, სხვაში გამცვლი, როგორც ჩემში ჩემამდელებს ცვლიდი...
სხვის ბაღში რომ იპარავდა ატამს, მოგონების ყელამდე ვარ შვავში და ძვალ-რბილში სინანული ატანს... |


