|
სულს ქარიშხლებმა გადაუარეს, ისევ გრიგალებს ველი უარესს, და ამ დღეებმა იმ ლურჯ იმედებს ვერ დაუყვავეს, ვერ მოუარეს.
სულო, რადგანაც გძაგს ნეტარება, და მხოლოდ ხორცზე ტოვებს ნაკვალევს ქარიშხლის ფრთების გადატარება.
და იფიტები, როგორც ფიქალი, ცისფერ სივრცეში აიჭერ, ოდეს საბედისწერო დაჰკრავს გრიგალი. |


