|
აღდგომა წვიმებით მოვა, მოვა ხმაურით, მოვა ციდან და მოვა ბარიდან, ან ზენა ქარით, ანდა ზღვაურით, წითელი კვერცხით და ჭეშმარიტად;
ყველა ელიოზს, პირჯვარს დასწერს და აუხდენს ლოცვებს... და გაახსენებს საბესელიოს ბესელიების საფლავის ბორცვებს;
წვენით გაავსებს, ხატს მოგალანდებს ქრისტეს სახიანს... - ჯიმა, წამომყე მამის საფლავზე, წელიწადია - არ მინახია. |


