კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:50

 

 

დავაგდე მხარე ფარისევლების,

ეს მზაკვარების უნივერსტეტი,

სადაც სატანა წვრილ-წვრილ ეშმაკებს,

ჰგზავნის რომ ხერხი ისწავლოს მეტი.


მხარე შემკული ბუნებისაგან:

ხალხი ავსილი ნიჭიერებით: -

იქ სადაც ერთი უბედურია

მხოლოდ მეორის ბედნიერებით.


იქ ყველა შრომობს მოუსვენარად!

განა მიტომ, რომ თვით შეიძინოს?

არა! მისთვის რომ სხვას რამ დააკლოს,

ის აატიროს და თვით იცინოს!


იქ სისხლ-ხორცობა, ძმობა, მოყვრობა,

სიყვარული და ამხანაგობა

იციან მხოლოდ სხვის საჩვენებლად, -

ნამდვილ კი მხოლოდ არს ვერაგობა.


ვინც იმ ცუდებში უფრო ცუდია,

ის არის უფრო ძლიერ-ხმიანი

და ხუთს ვერ ნახავ ასს კაცში რომ სთქვა:

"აქაც ყოფილა ადამიანი!"


დავაგდე, დავჰგმე მისი მყობადი,

მაგრამ ცრემლით კი ამევსო თვალი,

რადგანც მე იმ დროს მაგონდებოდა

მისი წარსული და მომავალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen