|
ბრძენი ვიყავ, გიჟს ვედექი შეგირდად, გიჟი ვიყავ და ბრძენკაცის ხალათით, ვით პასუხზე გაცემულმა შეკითხვამ, მომავალმაც ჩამიარა ღალატით.
უდაბნოში ვიქროლე, წვიმა ვიყავ... და ღრუბელთან მივედი, მომავალიც ვეღარ გამოვიგლოვე, და ვერც წარსულს ველოდები იმედით.
ბედისწერით დამთოვე, ყველა ცოდვა-მადლი მიანგარიშე, მომავალში ან წარსულში დამტოვე, ან წარსულის და მომავლის გარეშე... |


