კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:43

 

შედედებული დღეების გუბე,

ტალახი, ბზე და ქოხი ალიზის...

უნთია ბინდის გაგუდულ ღრუბელს

ჩამქრალი ცეცხლი ჩამავალი მზის...


შავია ზეცის ყველა ფანჯარა,

და კვამლი მიაქვს ცისკენ ტარტაროზს...

სადაა ერთი თეთრი ყვანჩალა,

რომ ეს შავი დრო დააყრანტალოს!..


შენ კი ეჩვევი დუმილის სივრცეს,

თუმცა დუმილის გემო გემძაღა,

თუმცა პულსივით გახსოვს და გიცემს,

რომ შავ-თეთრ კადრში შავად შენცა ხარ...


და ერთხელ მაინც, ის ხმა, ზემოთა,

გამოგახედებს ბოლო სიმწრიდან:

- რაც ღმერთს უდრიდა და არსებობდა

ის - არარსებულს უდრის პირწმინდად...


ამოღამებულს ისრისავ გუგებს

და ღრუბლის ხვრელში ავი თვალი ზის...

...საღამო, ბზე და, დღეების გუბე,

ჩამქრალი ცეცხლი ჩამავალი მზის!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen