|
1
იყო ერთი თავქოჩორა მამლაყინწა, პაწია. საქათმეში დღენიადაგ ჰქონდა გაწამაწია.
დოინჯს შემოიყრიდა და ღობიდან ჭროღა დედლებს გახედავდა რიხითა.
"- ეჰ, რა გითხრათ, ქათმებო, ღამეს დილის მოლოდინში მარტოკა მე ვათევო.
იძინებდა სოფელი, რადგან მუდამ განთიადის მე ვარ მახარობელი!"
არ ჰყოფნიდათ სიცილად, ჩვენი გმირი მამლაყინწა მას არ სთვლიდა სირცხვილად.
იმ აბეზარს, საბრალოს, მეტიჩარას უძახოდნენ ყოველ დილა-საღამოს.
- მეტიჩარა ბუზღუნებს! - მეტიჩარას ისევ სძინავს! - მეტიჩარას უყურეთ!
2
დრო გავიდა, გაიზარდა, დავაჟკაცდა ყვინჩილა, მაგრამ ძველი მეტსახელი, რა ჰქნას, ვერ მოიცილა.
დაივიწყა მთლიანად და ასრულებს თავის საქმეს კარგად, ნამუსიანად;
მაინც მერჩა საბრალოს, მეტიჩარას ეძახიან ყოველ დილა-საღამოს. |


