კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:54

 

შენ გაგონდები

კაცად თუ ზღაპრად,

სულის სანთლით და

სხეულის ტაძრით...

მე კი...

ცოტაც და

საჟენზე დაბლა

ჩამიძახებენ ბახით და ბაწრით.


რაც თავი მახსოვს,

იღბალი მცდიდა

და ვიღაც იყო თბილი და ავი,

მე ჩამოვედი მიწაზე ციდან,

რომ დამეხარა მიწამდე თავი...


ახლა კი მხოლოდ

ოცნებას მიწვავს

ზეცა და ხსოვნის მძიმდება უპე...

... ვერ გავექეცი ამ ცოდვილ მიწას,

ვერ შევერიე საწვიმარ ღრუბელს...


ვერც გამიტყუეს

წვიმებმა გარეთ

და უდღეური დამექცა თაღი...

ვიხსენებ შიშველ ზაფხულის ქარებს,

ვით ფეხშიშველა ბიჭების ძახილს.


და ვურიგდები

დაშვებულ აფრას,

სულს -

გამეტებულს სხეულის ნაცრით,

სანამდე ერთი საჟენით დაბლა

ჩამიძახებენ ბახით და ბაწრით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen