|
(ექსპრომტი 40 წლის შემდეგ)
შემთხვევით შევხვდით და ვესალმებით აშკარად სხვას და სხვისას ამ ხანად.... მაცნობს შვილებს და, ბებერ მეუღლეს, მე - ინსტიტუტელ ბებერ ამხანაგს...
ვიხსენებთ სუნთქვას და სხეულს, როგორც სალოცავს, ჩამქრალ ნიშებით... და ისე ვუქებთ ერთმანეთს შვილებს, თითქოს ერთმანეთს ვებოდიშებით!.. |


