მთარგმნელი: მურმან ლებანიძე
|
ბური, ბურმანი და ზულუსი სისხლში გავბანეთ, ვისთან, რომელთან არ გადაგვხვდა ზღვისგაღმა ომი! იყვნენ მამაცნიც მათ შორის იყვნენ ჯაბანნიც, მაგრამ სხვა იყო ფუზი-ვუზის წყეული ტომი!
ყელგამოჭრილი გუშაგები გველაგა კართან, გაგვიწამა და გაგვიმწარა ინგლისის ლომი, დამალობანას თამაშობდა ვეება ჯართან...
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის! ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები, მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
საკუთარ ფეხით მოვალთ და დავწერთ, ოღონდ ინებეთ შეხვედრა ჩვენთან, ოღონდ შეხვედრის ადგილი გვამცნეთ!
მამაცი ბური ლამის მილზე გვესვროდა ისარს, და კიდევ მეტი: გვაწყევლინა ბურმანმა ბედი, ზულუსმა გაგვცა, გაგვყიდა და რაც მოხდა, მტრისას!
სხვა იყო ფუზი, ახალ-ახალ ოინებს გვჩრიდა - ინგლისის პრესა "მამაცურად ვიბრძვითო", წერდა, ფუზი-ვუზი კი სისხლისგან ნელ-ნელა გვცლიდა...
მთელი ჯალაბით დიდი დღე მოგცეთ! თქვენი მოსპობა გვქონდა ნაბრძანები, ჩვენც, რა გვექნა და, ცხადია, მოგსპეთ...
ჩვენ ზარბაზნებით გიტირეთ ყოფა, - სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..
არ მიუღია ფუზი-ვუზის მედლები როსმე, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ორლესული მისი მახვილის მარჯვედ ქნევის და მარჯვედ ცემის ჩვენა ვართ მოწმე.
შიუბს გვიღერებდა ჯარასავით ბუჩქნარში მხტომი, საწყალ ტომ ატკინსს სიმწრის ოფლის სდიოდა ღვარი. აღარ ვარგოდა მთელ წელიწადს ერთი დღის ომით...
ვსვამთ შესანდობარს მაგ თქვენი მკვდრების! შემოგაწევდით ჩვენც თითო კურცხალს - არ დაგვრჩენოდა მანდ ჩვენი ძმები!
თქვენ ცხრაჯერ მეტად გეტირათ ყოფა, - სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..
და მოწინავე ჩვენი რაზმი არივ-დარია... თუ ცოცხალია - მაჭარივით არის ფუცხუნა, და უაღრესად მშვიდი გახლავთ, როცა მკვდარია;
აღარ ღრიალებს, არც ხანძარში გიჟივით მოქრის, წევს! თოჯინაა და რეზინის იდიოტია, ფეხზე ჰკიდია მოქმედება ბრიტანულ პოლკის...
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის! ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები, მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
თავი ზვინს გიგავთ, ვფიცავარ ძმობას... და მაინც, თქვენგან ინგლისის ლაშქრის გარღვეულია საბრძოლო წყობა! |


