|
ზამთრის გადამედო ფერი - (დაბმული ვარ ხარი ხართან!) ვმღერი, მაგრამ ტირილს ვმღერი, ვეჭიდები ხავსის ხარდანს.
აწი ვერ მსურს, მოვრჩი საყვედურს და ღაღადს... (ვსვამ და ვემსგავსები ხევსურს - გიგო გაბაშვილის ნახატს!)
არც მას - თუ რამ გამეხარდა, (დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით, ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!)
ვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით, დაკარგული დამაქვს თავი, საძებარი გავხდი სანთლით...
ლოცვა მიცავს, (დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!) ვტკეპნი თმენას, სანამ მიწა მოუთმენლად შემისრუტავს...
ამოდენილს ძმარად, გულგრილობის ნიღაბს ვურთავ... ...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა, რაც ვთქვი - ან ეს ვიღას უნდა... |


