|
ქალწულივით მომარიდებ სახეს და მგონია გაზაფხული მოდის, შენი მკერდის პიჩიკატო ამხელს ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს...
მწარე ფიქრთა წყების და მიმწუხრის აბჯარი და თორიც, შენში დროობს ჩემი მწარე წლები და ვივალდის "წელიწადის დრონიც"…
ზამთრისპირულ ნაღველს როგორც ხსოვნას მარადმწვანე ტოტის... ...შენი მკერდის პიჩიკატო ამხელს ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს... |


