|
რხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მიჯნურსა ჰსწვამს სათის ინდი ის-არე!
მჭვრეტელთათვის გიშრის ტბანი არია; ტრფიალთ დაჰკოდს, სისხლის ზღვითა არია; სუნთქმა, ოხვრა შამ-გლახ გულსა ის-არე!
არშიყს ათრობს, არას უძღვნის არადა, ცრემლის ღვართან, მის წინაშე არადა, გრძნებულს ჰსჩაგრავს, ეშხით ჰსდაგავს ის-არე!
მზეო, სხივი მცირე მფინე დარითა! ნუ თუ დამგმო ნაცვლად სხვათა დარითა? ბესიკ ფიცხლავ ტრფობა გულსა ვისარე. |


