კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 21:08

 

ნატრობდი ნათელს თვალის გუგებში 

იყავ სიბნელით შემოსალტული, 

მხოლოდ საყვარელ დედის ნუგეში -

გიშრიალებდა კაბა ქართული.


გიმკობდა კავებს თეთრი მანდილი, 

ყორნის ფრთასავით რად გაგიშავეს, 

რად დაგიტყვევეს გულის წადილი, 

ასე აზიზმა რა დააშავე?


შენი ღიმილი ცისკარს გახევდა

და შავ ფარჩის ქვეშ როგორ დამალეს?..

დღეს წყეულ წარსულს დაუგდე სევდა, 

მზით აციმციმებ მშვენიერ თვალებს.


მთის ნაკადულებს გამოეპარე, 

შრომაშიც მიტომ ასე მარდი ხარ, 

ჩაურბენ ჩაის მწკრივებს მღელვარეს, 

ჩაის კრეფ თუ თვით ჩაის ვარდი ხარ!


თუ ვსალამურობ, გოგონავ, შენთვის, 

არც გაგახსენებ წარსულის ხუნდებს, 

ჩადრი დაგიწვი ანთებულ ლექსით 

და სიმღერები გადაგახურე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen