კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:40

 

ეს რა ღელვამ ამიტანა,

დილის სიო მკერდს მეხვევა.

ალვატანა, ტანლატანა

ჩემს წინ ლაღად მიირხევა.


ჩამოშლია დალალები,

ღამისფერი დალალები,

მისი გრძელი დალალები, -

ნეტამც, მკლავზე დამახვია!


მიირწევა ბონდის ხიდი,

ტანწერწეტაც მიირწევა.

გული ამბობს: - აბა, მიდი,

ვიჩქაროთ და დავეწიოთ.


აცხადებულ სიზმარს მოჰგავს

გოგნი-გოგნი-გოგონაო.

მკერდში გული ამიბორგა,

რანაირად, როგორაო?!


- სავსე მთვარის ხარ სადარი

გოგოვ, - ჩემო საბედოო.

- მელოდება სახლში ქმარი,

არაფერი გაბედოო.


გადამასხა ცივი წყალი

და წინ აღარ მივიჩქარი.

მისი თმების შრიალს ვისმენ,

დალალების მაქცევს ქარი.


ნაკვერცხლების თვალები აქვს,

დაგწვავს, არკი გაგიკარებს.

- რაკი მთვარე გყვარებია,

უყურეო ნამდვილ მთვარეს.


ქმრიანი და თავის ნება,

მიდის გოგნი-გოგონაო.

თვალი მაინც მისკენ მრჩება,

რანაირად, როგორაო?!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen