კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:50

 

ციდან ნარნარით ძირს დაეშვა ფერთა სინაზე,

და მწუხრის ჩრდილი აქვითინდა ფანჯრის მინაზე.


იის ფოთლები გაერია ოქროს ვარდებში

და მიმალული დღის სინათლე მოკვდა ფარდებში.


ჩემი ოთახი ბრმა სარკმელმა ვერ დაიფარა,

და შიგ საღამო შეუმჩნევლად შემოიპარა.


შენი სიწყნარე ახმაურდა ნელი ტირილით

და მეც ფიქრები შემემოსა მჭკნარი გვირილით.


შენს წინ დავემხე სინანულით აცრემლებული,

ჰგავდა საღამოს შენი სახე გაფითრებული.


გთხოვე შენდობა მორიდებით და მოკრძალებით,

და შენს ხელებზე დავასვენე ჩემი თვალები.


მაგრამ იისფერ აბრეშუმის ხელთათმანებმა

შენი თითების სურნელება არ დამანება.


და შენ დასტოვე შენით სავსე ჩემი ოთახი.

ჩრდილმა დაჰბურა ჩემი სულის უსხივო თაღი.


მტირალ ფარდებში მოკვდა ჩუმად ფერთა სინაზე

და ჩემი ლანდი აქვითინდა ფანჯრის მინაზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen