კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:17

 

მწუხარე ქალი სახლში შევიდა,

ცრემლები ფარავს მის თვალებს, დიდრონს

და ისე ვღელავ, თითქოს დღეიდან,

ქვეყნის ცოდვები მე უნდა ვზიდო.


კედელზე სურათს შეეხმიანა,

მუხლდაჩოქილმა მის წინ იარა.

ისე განვიცდი, თითქოს მთლიანად,

მე მტკივა ახლა ყველა იარა.


თუ ხშირად სხვისას წუხილით ვწუხვარ,

სხვის საგლოვს ვგლოვობ, სხვის ვარამს ვტირი;

შენც ასე იზამ, - შენც, - კაცი თუ ხარ,

მითხარ, რა არის აქ გასაკვირი?!


მარტო იმისთვის არ ვიშვი, არა,

შვებით ვუმზერდე ხასხასა მინდორს,

უნდა მტკიოდეს სხვისი იარა

და სხვისი დარდი ტვირთივით ვზიდო.


ვერა, სამდურავს ვერ იტყვის ენა,

ავხედავ ზეცას, სინათლით მდიდარს.

მშურს დედამიწის გაძლება, თმენა,

ის რაც არსებობს, ჩვენს ცოდვებს ზიდავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen